რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გამოცადა შავ ზღვაში საერთაშორისო მანევრების ფონზე

რუსეთმა მის მიერ 2014 წელს ოკუპირებულ ყირიმში, რომელიც უკრაინის კუთვნილებაა, მოაწყო თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდა. ამ დროს შავ ზღვაში მიმდინარეობს აშშ-ისა და უკრაინის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამხედრო წვრთნა, რომელიც დაიწყო 28 ივნისს უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესაში. ერთობლივი საერთაშორისო საზღვაო წვრთნა, Sea Breeze-2021, მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის, შეფასებით, მის ტერიტორიულ წყლებში გამართული ყველაზე უფრო მასშტაბური სწავლებაა. 29 ივნისს რუსეთის სააგენტო „ინტეფაქსი“ იტყობინებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თანახმად, მან გამოცდის დროს მზადყოფნაში მოიყვანა 20-მდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი, მათ შორის ბომბდამშენი - Su-24M-ები და საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, S-400 და Pantsir-ი. Sea Breeze-ში, რომელიც 10 ივლისამდე გრძელდება, ნატოს 32 წევრი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 30 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 32 გემი, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ასევე სპეცდანიშნულებისა და მყვინთავების 18 რაზმი მონაწილეობს. მანევრები დაიწყო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე ინციდენტის შემდეგ, რომელიც მოხდა რუსეთის და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მონაწილეობით ყირიმის სანაპიროსთან. Sea Breeze-ი იმართება იმ პერიოდში, როცა 23 ივნისს რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ბომბები ჩამოყარა ბრიტანული სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის გზაზე, რათა ეიძულებინა, კურსი შეეცვალა და მოშორებოდა ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლს. ...
წყარო

Natali❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Samira

თბილისი
  • 3 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 1 თვის წინ

Bela

ქუთაისი
  • 17 საათის წინ
  • VIP

Ana❤️

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 12 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 17 საათის წინ

Vnebiani gvanca❤

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Tiko

ქუთაისი
  • 21 საათის წინ