იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად 70 800 დოლარს გადაიხდის

იუსტიციის სამინისტრო სექტემბრამდე შეისყიდის იურიდიულ მომსახურებას, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესწავლა იქნება. ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ხელშეკრულება და მასში ჩადებული პირობებია, რასაც "რიონის ხეობის მცველები" ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევენ და მის გაუქმებას მოითხოვენ. სახელმწიფო ბიუჯეტს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა 70 800 დოლარი დაუჯდება. "„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. იურიდიულ მომსახურებას სამინისტრო დაჩქარებული წესით, პირდაპირი შესყიდვით ყიდულობს და კონტრაქტორს ექნება ვალდებულება, ხელშეკრულება შეისწავლოს 45 დღის განმავლობაში, სექტემბრის დასაწყისამდე. "მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი", - ასე ხსნის იუსტიციის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობას. ამ დროისთვის ცნობილი არ არის კომპანია, რომელთანაც სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს. იურიდიულმა კომ...
წყარო

Nanka

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Salo varketili

თბილისი
  • 15 საათის წინ

Gvanci

თბილისი
  • 10 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 18 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Teona

ბათუმი
  • 2 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 2 საათის წინ