აშშ-ის ელჩი გამოთქვამს იმედს, რომ პრაიდი მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდება

„საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალონ მათი ფუნდამენტური თავისუფლებების - შეკრების და გამოხატვის უფლებების განხორციელებაში. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ისარგებლონ მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე”, - განაცხადა კელი დეგნანმა. 1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები „პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან. 28 ივნისს საქართველოს ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს, დაიცვან პრაიდის უსაფრთხოება და უზრუნველყონ გამოხატვის თავისუფლება. საქართველოში პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან აკეთებენ პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებებს და მიიჩნევენ, რომ მისი ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს. ასევე ნახეთ თბილისის მერი "პრაიდის კვირეულის" გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ასევე ნახეთ ალეკო ელისაშვილი: "თბილისი პრაიდს" ზიზღის ტალღის აგორების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს ასევე ნახეთ სერგეენკო "ღირსების მარშზე": საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ასევე ნახეთ თაბაგარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გმობდნენ ძალადობას, „ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას ...
წყარო

M i a k o

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 3 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natka

თბილისი
  • 2 საათის წინ

ანუკი

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 5 დღის წინ

Tatia

თბილისი
  • 5 საათის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 11 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 10 დღის წინ