ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა, მასში საპატრიარქოს წარმომადგენელობთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ „შეჯამდა წინა შეხვედრის შემდეგ არსებული მდგომარეობა და ითქვა, რომ მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე და მცირე ზომის სახლების მშენებლობის ვადებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, „პირიქით, საუბარი იმაზე იყო, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება და არავინ არავის სადმე წასვლას არ დააძალებს, ან უკან დაბრუნებას“, აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრის შემდგომ განხორციელებული ნაბიჯების შემაჯამებელი შეხვედრა. „ყველამ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადაიდგა და გრძელდება პანსიონში მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი და ახლა საჭირო და აუცილებელი გამჭვირვალობის პროცესს ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის „პრობლემატიკა, რაც იყო ნინოწმინდაში და ისაუბრბს იმაზე, რომ ეს არ განმეორდეს და დაცული იყოს ბავშვების ინტრესები“. ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სქემით მოხდება პანსიონში მყოფი 15 ბენეფიციარის გამოყვანა და ასევე ნინოწმინდაში მცირე ზომის საოჯახი სახლების მშენებლობა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. ნინოწმინდის პანსიონის მმართველმა ეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანსიონში სტუმრობის შემდეგ თქვა, რომ უწყების კარი ღიაა და გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია. პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს 15 ივნისს მიმართა, შეუეშვათ მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. 13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტრ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 18 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 12 დღის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 23 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 14 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 17 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 14 დღის წინ