რუსეთის პოლიციამ გაჩხრიკა „პროექტის“ მთავარი რედაქტორის და თანამშრომლების ბინები

სამშაბათს პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო გამოცემა „პროექტის“ მთავარი რედაქტორის, რომან ბადანინის, კორესპონდენტ მარია ჟოლობოვასა და მთავარი რედაქტორის მოადგილის, მიხაილ რუბინის ბინებში. ბადანინთან ჩხრეკის შესახებ Telegram-ის არხი „პროექტი“ იტყობინება. три ჟოლობოვას სახლთან პოლიციელებმა დააკავეს მიხაილ რუბინი. ჩხრეკა ჩაატარეს რუბინის მშობლების ბინაშიც. три ჟურნალისტებს ჩამოართვეს ტექნიკა. ჩხრეკის შემდეგ ისინი დასაკითხად წაიყვანეს. три პოლიცია დიდხანს არ იტყობინებოდა, რატომ გაჩხრიკეს ჟურნალისტების ბინები. ადვოკატებმა ჟურნალისტებს შეატყობინეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა ცილისწამების თაობაზე ბრალდების გამო. საქმეში დაზარალებულად ითვლება ბიზნესმენი ილია ტრაბერი. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა ეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ტრაბერს კავშირები ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან. ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, მას იცნობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი ტრაბერს სანქტ-პეტერბურგიდან იცნობდა, მაგრამ არ იცის, ჰქონდათ თუ არა მათ ახლო ურთიერთობები. როგორც „პროექტის“ გამომცემელმა პოლინა მახოლდმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც 2017 წელს აღიძრა ვიდეოგამოძიების პუბლიკაციის შემდეგ. მარია ჟოლობოვას თქმით, ჩხრეკის ნამდვილი მიზეზია, „პროექტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ კოლოკოლცევის შესახებ. მასში ლაპარაკია კოლოკოლცევის კავშირებზე დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და მისი ოჯახის უძრავ ქონებაზე. სამივე ჩხრეკა სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩატარდა. ...
წყარო

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 21 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 19 საათის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 16 საათის წინ