საპატრიარქო „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ განცხადებას აქვეყნებს

თბილისში 1-5 ივლისის ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის" საწინააღმდეგო განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. განცხადებაში ლაპარაკია უმრავლესობის უფლებების შელახვის შესახებ. საპატრიარქო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც მისივე შეფასებით, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ამავე დროს, მიუთითებს, „მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევის" შესახებ. მისი განცხადებით, ეს არის ძალადობა და „ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, - ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს". საპატრიარქოს შეფასებით, „ღირსების მარშს" „ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს". განცხადებაში გამოყენებულია ტერმინი „რელიგიური გრძნობები". „აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი", - აცხადებს საპატრიარქო. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და სთხოვს, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. საპატრიარქო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი. „პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. ასევე ნახეთ სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად, „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს მარშის გაუქმებას პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზაციისთვის ემზადებიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი აპირებენ, ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას. ასევე ნახეთ “ღირსების მარშის” მოწინააღმდგეები რუსთაველის გამზირის გაკონტროლებას აპირებენ „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად. ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები საქართველოს "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ ...
წყარო

Ekuna varketili

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Niako

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vnebiani ❤

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 20 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ