უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლო სისტემის შესახებ

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირებას და კორუფციის მოთოკვას. ამ ძალისხმევით კიევი ცდილობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) მეტი სესხი მიიღოს შარშან დამტკიცებული 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური პროგრამის ფარგლებში. უკრაინელი კანონმდებლების მიერ 29 ივნისს მოწონებულ კანონპროექტებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღდგენა. ამ სპეციალური კომისიის ამოცანაა მოსამართლეების დანიშვნა და სხვა მსგავსი საქმიანობა. კანონის თანახმად, იუსტიციის უზენაესის საბჭოს წევრთა უმრავლესობა საერთაშორისო ექსპერტები იქნება, საბჭოს მუშაობას კი გააკონტროლებს სადისციპლინო ინსპექტორთა სპეციალური სამსახური. ასევე 29 ივნისს უკრაინის კანონმდებლებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონი იმ ოფიციალური პირების სისხლის სამართლის პასუხისგების თაობაზე, რომლებიც შემოსავლების ყალბ დეკლარაციას წარმოადგენენ. ამ კანონის თანახმად, თუკი ოფიციალური პირები საშემოსავლო დეკლარაციაში არ მიუთითებენ შემოსავალს, რომელიც 4,2 მილიონ ჰრივნას (150 ათასი დოლარი) აღემატება, მათ შესაძლოა ერთ წლამდე პატიმრობა დაემუქროს. კანონები გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 11 საათის წინ

Anna 21 wlis

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • 100%

Ana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Niako

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alina

ბორჯომი
  • საიტზეა

Tekla

თბილისი
  • 10 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 4 დღის წინ