ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ იმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ბოლო რამდენიმე დღეა, აფხაზეთში 100-ს აჭარბებს და სულ უფრო იმატებს ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ სოხუმში ერთ კვირაში დაავადდა 285 ადამიანი. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ედუარდ ბუთბას ინფორმაციით, კლინიკები პაციენტებით გადატვირთულია, ამიტომ მიღებულია საავადმყოფოებში დამატებითი კოვიდ-განყოფილებების გახსნის გადაწყვეტილება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე, "დელტა" შტამით ინფიცირების შემთხვევები. სკორიკმა ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის, ქორწილები და ქელეხები. 2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 17 197 შემთხვევა, მათგან 15 438 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 245 ადამიანი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსული ვაქცინით აცრილია 4682 პირი, მათგან 2197 ორივე დოზით. დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი. ...
წყარო
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 12 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 10 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 19 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 10 დღის წინ

Natka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 14 თვის წინ

M i a k o

თბილისი
  • 4 დღის წინ