ჟვანიას გადადგომა იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, თუმცა, იპოვნიან სხვას, რომელიც შეასრულებს ივანიშვილი-კობახიძის დავალებას

რა თქმა უნდა, ეს არ არის თამარ ჟვანიას მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთანავე, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ფაქტს არ აღიარებს და არც თამარ ჟვანიას დასჯას გეგმავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „მარტივად იშოვის ადამიანს, ვინც თამარ ჟვანიას ფუნქციას შეასრულებს და არჩევნებს გააყალბებს“. „რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არის იმ ზეწოლის შედეგი, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, მაგრამ თამარ ჟვანიას ხომ არავინ დასჯის, ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, იპოვნიან მეორე თამარ ჟვანიას. ხელისუფლება რომ აღიარებდეს გაყალბებულ არჩევნებს და სჯიდეს თამარ ჟვანიას, რა თქმა უნდა, ის ვერ იპოვის მეორე შემსრულებელს, რომელიც გააყალბებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მაგრამ, როდესაც თამარ ჟვანიამ უზარმაზარი შემოსავალი მიიღო ამ წლების განმავლობაში და ახლა ისე მიდის, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ამბობს, ოპოზიციამ ბოდიში მოუხადოსო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, იპოვნიან სხვა ადამიანს, რომელიც ისევე შეასრულებს ივანიშვილისა და კობახიძის დავალებას გაყალბებაზე, როგორც ასრულებდა ჟვანია. არჩევნების გაყალბება თამარ ჟვანიას ხომ არ უნდოდა, ეს მისი ინტერესი არ იყო, ის ასრულებდა უბრალოდ იმ დავალებას, რომელიც მოდიოდა ივანიშვილის, კობახიძისგან და სხვებისგან. სანამ ბიძინა ივანიშვილია, პრემიერ-მინისტრები იცვლებიან ცხვირსახოცებივით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება და ვინ არა, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ჩვენმა ზეწოლამ, საზოგადოებისა და საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა ჟვანია წასულიყო, მაგრამ ამით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავწყნარდეთ, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვერ მიიღოს 43% „ქართულმა ოცნებამ“ და შეიცვალოს ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაიქვემდებარა და შეიცვალოს ისე, რომ ქვეყანაში არასდროს არჩევნები აღარ გაყალბდეს. მივიჩნევ, რომ ეს „საარჩევნო კოდექსი“ არ უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი ოპოზიციის მხრიდან. ძალიან უცნაურია იმათი პოზიცია, ვინც ამას მხარი დაუჭირა, იმიტომ, რომ ეს არ იძლევა გარანტიას, რომ არჩევნები აღარ გაყალბდება,“- განაცხადა ბურჯანაძემ....
წყარო

Moni

თბილისი
  • 5 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 12 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 19 საათის წინ

Maka88

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 3 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Anka

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Tiko

თბილისი
  • 1 თვის წინ