ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე

თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან თამარ ჟვანიას ცესკო- ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი თქმით, ახალი კანდიდატი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით უნდა იყოს შერჩეული. „თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს. არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ, კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და იყოს ისეთი პიროვნება წარმოდგენილი, რომელსაც ექნება სათანადო რეპუტაციაც, იქნება დამოუკიდებელი, ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა თავმჯდომარისთვის, ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება, ასეთ კანდიდატს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ....
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 დღის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 9 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 14 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 3 თვის წინ

Виола

თბილისი
  • 2 საათის წინ