ნუნუ მიცკევიჩი: საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციაა დაცული და ისინი აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან. მინისტრის მოადგილემ 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წელს კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით არცერთი გამოსაცდელი პირი, აბიტურიენტი, სტუდენტი, მაგისტრანტობის მაძიებელი თუ მასწავლებელი არ დარჩება გამოცდების მიღმა. კერძოდ, მისი თქმით, მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით ჩაუტარებს გამოცდას შესაბამის საგანში. საგამოცდო ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კოვიდ-19. წელს უკვე მეორედ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პანდემიის პირობებში. გასულ წელს თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ეთიშებოდა საგამოცდო პროცესს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 25 საგამოცდო ცენტრი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. 2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ამასთან, მაგიდებს შორის დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. 2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა. ...
წყარო

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 12 საათის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nati

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 5 საათის წინ

ზიზი

თბილისი
  • 6 საათის წინ