სერბეთის უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელებს ჰააგაში განაჩენს გამოუტანენ

სერბეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ორ ყოფილ უფროსს 30 ივნისს ჰააგაში გაეროს სასამართლო განაჩენს გამოუტანს, პროცესზე, რომელიც ხელმეორედ ტარდება და ეხება 1990-იანი წლების იუგოსლავიის ომებში გასამხედროებული სიკვდილის ბრიგადების ხელმძღვანელობას. 70 წლის ჯოვიცა სტანიშიცს, რომელიც წარსულში სერბეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, და მისი ყოფილ მოადგილეს, 71 წლის ფრანკო სიმატოვიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. გასამხედროებულ ჯგუფები მოიცავდა ელიტურ დანაყოფს, რომელსაც "წითელი ბერეტების" სახელით იცნობდნენ, და "არკანის ვეფხვებს". ორივე დანაყოფს ასობით ადამიანის მკვლელობას მიაწერენ. სტანიშიცი და სიმატოვიჩი 2013 წელს ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა (ICTY) გაამართლა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებში. მაგრამ საპროტესტო გამოსვლების და პროკურორების მხრიდან ვერდიქტის გასაჩივრების შემდეგ, 2015 წელს მოსამართლეებმა ხელახალი პროცესის გამართვის ბრძანება გასცეს, იმ საფუძველზე, რომ პირველმა სასამართლომ ხარვეზები დაუშვა კანონთან მიმართებით. მეორე სასამართლო პროცესი 2017 წელს დაიწყო. სტანიშიცი და სიმატოვიჩი იყვნენ ახლო მოკავშირეები სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩისა, რომელმაც სერბეთი ომებში ჩაითრია სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში, თავისი მმართველობის 12 წლის განმავლობაში. ...
წყარო

Likuna

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 17 საათის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 17 საათის წინ

Alesia

თბილისი
  • 18 საათის წინ

Eva

რუსთავი
  • 12 საათის წინ

Gvanci

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Nita

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 21 დღის წინ

Nini❤

თბილისი
  • 1 საათის წინ