შსს-მ გამოძიება დაიწყო „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე

„TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ტელეარხის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენ. „სრული განუკითხაობა ქვეყანაში - თავდასხმა მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა. გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია, ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა", - აცხადებს ნოდარ მელაძე. три „TV პირველის" გადამღები ჯგუფის საკითხზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. რადიო თავისუფლება ელაპარაკა სოფელ წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენელს გიორგი აფრასიძეს, რომელიც ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „მე არავისზე არ მიძალადია, ხელი არ ამიწევია, მიკროფონი არ წამირთმევია. რაზეც მკითხეს, ყველაფერზე პასუხი გავეცი", - თქვა აფრასიძემ. საპირისპიროს ასახავს „TV პირველის" მიერ გადაღებული კადრები, მასში ჩანს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. три წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ გვითხრა, რომ არ იმყოფება წალკაში და, შესაბამისად, არანაირ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. „ვიღაცები ძაბავენ სიტუაციას", - აცხადებს საბაძე. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 2 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nina

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

ლიზი

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 7 საათის წინ

Moni

თბილისი
  • 5 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 4 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nati

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 10 დღის წინ