ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ დაირაზმნენ

საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასის მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკელებთან ერთი კვირის ინტერვალით ორ ტესტმატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა 2 ივნისს შედგება და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმაც, ტრადიციულად თამაშამდე ორი დღით ადრე დაასახელა ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას აქამდე ერთადერთხელ შეხვდა - 2003 წელს, მსოფლიოს თასზე, ანგარიშით 19:46 წააგო. ის თამაში მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასების ისტორიაში პირველი ლელო გაიტანეს. უახლოესი ქართულ-აფრიკული დაპირისპირება პარასკევს, პრეტორიაში შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 9 ივლისის მატჩს კი იოჰანესბურგი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2 ივლისის შეხვედრისთვის: ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, დავით გიგაური, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია. სათადარიგოები: გიორგი ჭყოიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი ჯავახია, გელა აფრასიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი. ...
წყარო
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 6 საათის წინ

Likyna

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Nini

ბათუმი
  • 20 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 17 საათის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 22 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Tata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sabrina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Linda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ксюша

თბილისი
  • 1 საათის წინ