პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთში არ იქნება შემოღებული ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პროგრამა „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს სცემს პასუხს, ხალხს მოუწოდა, აიცრან COVID-19-ის წინააღმდეგ. რუსეთში ამჟამად ახალი ძალით იფეთქა დაავადებამ და თითქმის ყოველდღე იტყობინებიან გარდაცვლილთა სარეკორდო რაოდენობაზე. „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი 2 მილიონამდე შეკითხვიდან ზოგიერთს სცემს პასუხს, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი თავიდან აიცილებს ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნს და არ შემოიღებს სავალდებულო ვაქცინაციას, თუმცა რუსეთში ამჟამად ვაქცინაციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის. მრავალი ადამიანი არ ენდობა რუსულ ვაქცინას ან ზოგადად მთავრობას. 29 ივნისს, ჯანდაცვის მესვეურთა თქმით, აღირიცხა ინფიცირების 21000 და სიკვდილის 652 ახალი შემთხვევა, რაც დღიური სიკვდილიანობის ახალი რეკორდია რუსეთში. მთლიანობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაიცვალა 135 ათასზე მეტი ადამიანი. კრემლი იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ვერ იქნება მიღწეული მთავრობის მიზანი, მოხდეს მოსახლეობის 60% პროცენტის ვაქცინაცია. ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 14 საათის წინ
  • VIP

❤ruska❤

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 11 საათის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 12 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ