ექსპერტიზის ბიურომ დადებითი დასკვნა გასცა სკოლის შენობაზე, რომელიც აშენებიდან 1 წელიწადში ინგრევა

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა 186-ე სკოლის შენობაზე, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გასცა 2020 წლის სექტემბერში. ახლად აშენებული სკოლა ერთწლიანი ფუნქციონირების შემდეგ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას. ექსპერტიზის მიზანი შენობის უსაფრთხოების შეფასება იყო. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ "სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია და რაიმე სახის მნიშვნელოვანი დაზიანებები ან დეფორმაციები შენობის მზიდ კონსტრუქციებზე და გადახურვის ფილებზე არ ფიქსირდება". დაზიანებები, რომელიც შენობას ჰქონდა ექსპერტიზის დროს და შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ექსპერტმა ლოკალურად შეაფასა და მიიჩნია, რომ ეს დაზიანებები საფრთხეს არ უქმნიდა შენობის მდგრადობას და, შესაბამისად, ნაგებობა ვარგისი იყო ექსპლუატაციისთვის. "მეგა სკოლის" სახელით ცნობილი 186-ე სკოლა დიდ დიღომში 2019 წელს აშენდა და სწავლა აქ 2020 წლის შემოდგომის სემესტრში 1300-მდე მოსწავლემ დაიწყო. სკოლას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს: შენობის უმეტეს ნაწილებში ჩადის წყალი, საძირკველს მიწა ეცლება, კედლები დაბზარულია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ერთ მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს იმისათვის, რომ შენობას წყალამრიდი ჯებირი და სადრენაჟე არხი გაუკეთოს და ამით დაიცვას საძირკველი წყლის ჩადგომისგან. ასევე ნახეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მაგივრად სკოლა აშენდა და ისიც ინგრევა "მეგა სკოლა" განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომლის აშენების პირობაც ხელისუფლებამ 2019 წელს დადო. შენობა მჭიდრო ვადებში აშენდა ტერიტორიაზე, რომელიც მშენებლობისთვის საშიშ ზონას წარმოადგენდა იმის გათვალისწინებით, რომ მის სიახლოვეს გადის მაგისტრალური წყალსადენი მილები. სკოლის შენობა ისე აშენდა, რომ მერიას პროექტი დამტკიცებული არ ჰქონდა, ტერიტორია კი, რომელზეც სკოლა განთავსდა, მის საკუთრებაში არ იმყოფებოდა. ასევე ნახეთ წლები ექსპერტიზის დასკვნის ლოდინში - როგორ მუშაობს “სამხარაული” ...
წყარო

Nini varketili

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 19 თვის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 22 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sopo

თბილისი
  • 9 საათის წინ