ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს მოუწოდა, ირანს გაუუქმოს სანქციები, რასაც ითხოვს 2015 წლის შეთანხმება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს ირანისთვის დაწესებული ყველა სანქცია, როგორც ეს გათვალისწინებული იყო თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის ბირთვულ სფეროში 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით. ამავე დროს, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის 30 ივნისს გაგზავნილ მოხსენებაში გუტერეში ირანს მოუწოდებს, დაუბრუნდეს შეთანხმების სრულად შესრულებას. ის თეირანის მიერ შეთანხმების დარღვევას „შემაშფოთებელ ნაბიჯებს“ უწოდებს. გენერალური მდივნის მოწოდებების ფონია ვენაში ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, განაახლოს შეთანხმება, რომელიც ირანს შეზღუდვებს უწესებს ბირთვულ სფეროში საქმიანობას საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს დატოვა შეთანხმება და მკაცრი სანქციები განაახლა, რაზე პასუხადაც თეირანმა ეტაპობრივად შეასუსტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 15-წევრიანმა უშიშროების საბჭომ 30 ივნისს იმსჯელა გუტერეშის მოხსენებაზე, რომელიც 2015 წლის რეზოლუციის ხორცშესხმას ეხება. რეზოლუციაში ჩაწერილია ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების პირობები. გარიგება მიღწეულ იქნა ირანს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. ...
წყარო

Maka varketili

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anjela

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 14 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Emma

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Teko

რუსთავი
  • 3 თვის წინ

Salo varketili

თბილისი
  • 17 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 14 დღის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sopi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 2 თვის წინ