გაერო და დიპლომატიური მისიები პრაიდის კვირეულის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში 2021 წლის პრაიდის კვირეულზე", - ასე ჰქვია განცხადებას, რომელსაც ავრცელებენ გაერო და დიპლომატიური მისიები. მას გაეროს გარდა ხელს აწერენ ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. „მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებებს დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში", - ნათქვამია განცხადებაში. გაერო და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. მათი განცხადებით, ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. განცხადების ხელმომწერები მიუთითებენ, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. იქვე დაზუსტებულია, რომ ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. ხელმომწერთა შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მათი განცხადებით, საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დ...
წყარო

Maka

თბილისი
  • 11 საათის წინ

Maka88

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 9 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 11 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ana❤️

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 7 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ