იმედი მაქვს, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ ექნება გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას

იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ძალადობა თავიდან იქნას არიდებული. „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი ვინც შეიძლება იყოს ამის მომხრე”,- განაცხადა კუჭავამ....
წყარო

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sali

ბათუმი
  • 15 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 23 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

♡ნანკა♡

თბილისი
  • 20 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 3 თვის წინ