კონსენსუსი შესაძლებელია, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული

ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით – კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობს. „თამარ ჟვანიამ გადადგა სწორი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ნდობის ამაღლებას საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესის მიმართ, რადგან ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ოქტომბრის არჩევნები და ის შეფასებულ იქნა, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები. ამიტომ, ეს ნაბიჯი არის სწორი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი განსაზღვრული შარლ მიშელის დოკუმენტით, თუ როგორ უნდა შეირჩეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა 2/3- ის მხარდაჭერა. შესაბამისად, კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად კრიტერიუმებს: მაღალი რეპუტაცია, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მისი შერჩევის პროცესში და ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით. კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული,”- განაცხადა ჯაფარიძემ....
წყარო

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 11 საათის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

ლილიანა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Liza

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 16 თვის წინ