საქართველოში დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები

დილის 8 საათზე საგამოცდო ცენტრებში დაიწყო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების რეგისტრაცია. დღეს ისინი პირველ, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი, სადაც დაცულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - აბიტურიენტები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე, სამუშაო მაგიდები აღჭურვილია გამჭვირვალე, დამცავი ფარებით, მაგიდებს შორის მანძილი კი, 2 მეტრია. საგამოცდო ცენტრებში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი. განათლების სამინისტროს თანახმად, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა. წელს საქართველოში 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 10 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Zeinab

ქუთაისი
  • 36 წუთის წინ

Kristi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 20 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eva

რუსთავი
  • 20 დღის წინ