ალუდა ღუდუშაური: არასახელმწიფოებრივი იქნებოდა, თამარ ჟვანიას თანამდებობა შეურაცხყოფის პიკში რომ დაეტოვებინა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან ვინმეს მოწოდების გამო არ გადამდგარა და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა იმით, რომ საარჩევნო პროცესს მეტი ინკლუზიურობა მისცა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ალუდა ღუდუშაურმა თქვა, რომ თამარ ჟვანიას მხრიდან ნაბიჯი არასახელმწიფოებრივი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი თანამდებობას შეურაცხყოფის პიკში დატოვებდა: „მან მისცა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი იკლუზიურობა ყოფილიყო პროცესისა და უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო და ახალი რეგულაციების თანახმად და ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულიყო ახალი თავმჯდომარე. და ვფიქრობ, რომ ეს არის მისასალმებელი. თორემ ქალბატონი ჟვანია პიკში როდესც იყო შეურაცხყოფის, მაგ დროს რომ წასულიყო, ვერც ერთი განცხადება მას ვერ უშველიდა და იქნებოდა ჩემთვის მაშინ არასახელმწიფოებრივი. მაშინ ეს აღიქმებოდა, რომ ამ წნეხის გამო მიიღო გადაწყვეტილება. მაგრამ დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საერთოდ მოხსნილი იყო. ქალბატონმა ჟვანიამ მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც არის მისი ნების გამოხატულება და სახელმწიფოებრივი არის ის, რომ სწორედაც ახალი რეგულაციების თანახმად და ახალი კანონმდებლობის თანახმად მოხდება არჩევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა „დილის საუბრებში“. მის თქმით, თამარ ჟვანიას გაგადგმული ნაბიჯისთვის მადლობა ეკუთვნის, ოპოზიციამ კი სასურველია ბოდიში მოუხადოს: три „მე მათ ვუსურვებდი, რომ გამოიჩინონ იოტისოდენა ვაჟკაცობა, ადამიანურობა მაინც და როგორც მინიმუმ ან ბოდიში მოუხადონ, თუ არა და გაჩუმდნენ მაინც“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა „დილის საუბრებში“. თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს. ასევე ნახეთ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა. ასევე ნახეთ როგორ უნდა აირჩიონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე? - პროცედურები ...
წყარო

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anna 21 wlis

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 13 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 1 საათის წინ