თვითმფრინავში დაკავეს ალექსეი იაკოვლევი, არხ „ნავალნი LIVE“-ის ყოფილი რეჟისორი

ტელეარხ „ნავალნი LIVE"-ის ყოფილი რეჟისორი, ალექსეი იაკოვლევი, სამართალდამცველებმა მოსკოვის აეროპორტ შერემეტევოში დაფრენილ თვითმფრინავში დააკავეს და თაღლითობის საქმეზე დასაკითხად საგამოძიებო კომიტეტში მიიყვანეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, საქმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის სასარგებლოდ გადარიცხული შემოწირულობების დროს ჩადენილ სავარაუდო ხელმრუდობას უნდა შეეხებოდეს. ამ ბრალდებით რუსეთში 2020 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „მედუზას“ თანახმად, გამოძების ვერსიით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არაკომერციული ორგანიზაციებისათვის შემოწირულობების სახით შეგროვებული თანხების ნაწილი თითქოსდა პირადი მიზნებისთვის დახარჯა. შემოწირულობებით მიღებული თანხის საერთო მოცულობა, დაახლოებით 600 მილიონ რუბლს უნდა შეადგენდეს. საგამოძიებო კომიტეტში არ აზუსტებენ, თუ ამ თანხის რა ნაწილი დახარჯა საკუთარი მიზნებისთვის ალექსეი ნავალნიმ. ამა წლის მაისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ყოფილი დირექტორი, ივან ჟდანოვი, იუწყებოდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე ფონდის მრავალი თანაშრომელი დაიბარეს. 44 წლის ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია 2021 წლის იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის გამო გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ალექსეი ნავალნი ფიქრობს, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. ...
წყარო

Nica

თბილისი
  • 5 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 1 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 5 თვის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 2 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 10 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ