ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩვენ ერთი ხალხი რომ ვიყოთ, მოსკოვში მიმოქცევაში ჰრივნა იქნებოდა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის ლიდერის მოსაზრება, რომლის თანახმად რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“ და თავის მხრივ დასძინა, რომ ჩვენ ერთი ხალხი რომ ვიყოთ, მოსკოვში მიმოქცევაში უკრაინული ეროვნული ვალუტა, ჰრივნა იქნებოდაო. „ჩვენ ნამდვილად არ ვართ ერთი ხალხი.. ერთი ხალხი რომ ვყოფილიყავით მოსკოვში, ალბათ, მიმოქცევაში იქნებოდა ჰრივნა, ხოლო სახელმწიფო დუმის თავზე ყვითელ-ცისფერი დროშა იფრიალებდა“, - ვოლდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ რუსეთის პრეზიდენტის მიერ 30 ივნისს, „პირდაპირ ხაზის“ დროს გამოთქმული მოსაზრების პასუხად, განუცხადა. „მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ რუსები და უკრაინელები საერთოდ ერთი ხალხია“, - განაცხადა პუტინმა ოთხშაბათს გამართული მრავალსაათიანი პირდაპირ ჩართვის დროს. ამასთან რუსეთის ლიდერმა არამეგობრულ“ განწყობაში დაადანაშაულა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლება, რომელმაც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საკუთარი ქვეყანა „საერთაშორისო „იატაკქვეშა მმართველობას“ დაუქვემდებარა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთთან აკავშირებთ არა მოხლოდ „ისტორიის ნაწილი, ხსოვნა, მეზობლობა, ნათესაობა, ფაშიზმზე ერთობლივი გამარჯვება და ტრაგედიები“, არამედ, შესაძლოა, რომ ორ ქვეყანას მომავალშიც ქონდეთ რაიმე საერთო, „თუ ძალიან დაგვიანებული არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ტოტალური დაპირიპირების შეჩერება“, რაც უკრაინის მიმართ რუსეთის არამეგობრული ქმედებებით არის განპირობებული. ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა. კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედებენ სეპარატისტული ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დღესდღეობით უკრაინას და რუსეთს, ვოლოდმირ ზელენსკის აზრით, უნდა ამოძრავებდეთ ერთი მიზანი: „ესაა ომის დასრულება დონბასში და უკრაინის ტერიტორიების დაბრუნება". ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 3 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marita transi

თბილისი
  • 5 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 12 საათის წინ

Mistress

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 4 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 22 საათის წინ
  • 100%

Ana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Виола

თბილისი
  • 54 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 თვის წინ