მოსკოვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შიმშილობა შეწყვიტა

მოსკოვის ტვერის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც დაიწყო მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად. ამის თაობაზე ჟურნალისტებს აცნობა ზარაიძის ადვოკატმა, ევგენია გრიგორიევამ. ადვოკატმა დააზუსტა, რომ დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა 28 ივნისს. ქეთევან ხარაიძე დააკავეს 18 ივნისს, ღამით. მანამდე მის სახლში მოაწყვეს ჩხრეკა. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი. ხარაიძე თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება ამგვარ ქმედებად მიიჩნევს დეპუტატის მცდელობას, ხელი შეუშალოს მოსკოვის ცენტრში მდებარე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციის დაწყებას. ხარაიძის მტკიცებით, სახლი აშენდა დარღვევებით და რაიონის საკანალიზაციო სისტემას გადატვირთავს. ის 19 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი თვით დააპატიმრეს. ხარაიძე უარყოფს ბრალდებას და გამოაცხადა შიმშილობა. ქეთევან ხარაიძე, როგორც პარტია „იაბლოკოს“ წევრი, მაისში სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს. სხვა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტში ეყარათ კენჭი, გახდნენ ეჭვმიტანილები და ბრალდებულები სისხლის სამართლის დანააშულებში. მათ შორის არიან დმიტრი გუდკოვი, კონსტანტინ იანკაუსკასი, მაკსიმ რეზნიკ და ლიუბოვ სობოლი. კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, მუნიციპალური დეპუტატი, ილია იაშინი, მოხსნეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებიდან და გამოაცხადეს „პირად, რომელიც ექსტრემისტულ საქმიანობაშია ჩართული“ ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გამო. ...
წყარო

Tatia

თბილისი
  • 3 საათის წინ

ლიზი

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nina

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Laura

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ