გიორგი გახარია „პრაიდზე“ - ყველა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამბობს, რომ გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და მისი დაცვა მოქალაქებთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა. ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის გამართვას. ასევე ნახეთ სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რეალურად დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეები „საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია.მე როცა ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის,რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა , უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“,- ეს კომენტარი გახარიამ გორში გააკეთა სადაც პარტიის ოფისი გახსნა. ასევე ნახეთ "არა ფობიას!" შსს-ს მოუწოდებს დაიცვას "ღირსების მარშის" უსაფრთხოება გიორგი გახარია შს-მინისტრი იყო 2019 წელს, როდესაც "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერც ერთხელ მიიღეს დასტური სამართალდამცავი უწყებიდან პრაიდის მონაწილეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. 2019 წლის 8 ივლისს, მარშის გამართვის დაანონსებულ ადგილზე, შს სამინისტროსთან, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც 18 დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობდა. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი პრაიდზე: ყველას აქვს სიტყვის თავისუფლების და გამოსვლის უფლება დემონსტრანტები მოითხოვდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რუსეთში მოქმედი გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის საქართველოში მიღებას. სასულიერო პირები მოუწოდებნენ შსს-ს გაესუფთავებინა ტერიტორია "საშინელი ხალხისგან", რათა გადაეხადათ პარაკლისი. წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, როგორ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც ის არის ცნობილი, როგორ რეაგირებს სახელმწიფო საჯაროდ გაკეთებულ ძალადობრივ მოწოდებებზე. ასევე ნახეთ პრაიდი იწყება - ვინ იცავს და ვინ ეწინააღმდეგება ღირსების მარშს ჰომოფობიური და რადიკალი ჯგუფები არა მხოლოდ ლგბტქ აქტივისტების, დასავლური ღირებულებების, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ინაწილებ...
წყარო

Maka

თბილისი
  • 1 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lenka

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tamo-vip

თბილისი
  • 13 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 11 საათის წინ