გოგი წულაია აცხადებს რომ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და ბოლომდე ბრძოლას

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ის მადლობელია მოსამართლის, რომელმაც წინასგან განსხვავებით, გირაოთი გაათავისუფლა. გოგი წულაია ზოგ პოლიტიკოსზე ნაწყენია. „პატიმრებს მადლობა, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ, ზოგიერთი პოლიტკოსისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ ვუხსენებივარ. ცოტა წყენაც მაქვს გულში“, - თქვა წულაიამ და დაამატა, რომ მან მოისმინა ლაშა ჩხარტიშვილის, შალვა ნათელაშვილის და ნინო ბურჯანაძის მხრიდან სოლიდარობა. წულაია დაკავებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას მიმართ გინებას. „მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა წამოიწია და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, თუმცა არავის ვუხსენებივარ“, - აცხადებს წულაია. ბრალდებული აცხადებს, რომ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, აქტიურობას და ბოლომდე ბრძოლას. გოგი წულაია აცხადებს, რომ არ არის მოძალადე. ის ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული იქნება მეუღლესთან შეხვედრა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ციხეში 25 კილო დაიკლო. „პირველი შიმშილობა 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე და ისევ ვიშიმშილე 7 დღე. შემდეგ წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს, რომ ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა, გაცოცხლდიო - გადავწყვიტე მეცოცხლა“, - აცხადებს გოგი წულაია. 1 ივლისს წულაიას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (6000 ლარით) შეუცვალა. ასევე ნახეთ „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები გმობენ გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციის განცხადებას პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს გოგი წულაიამ ამ სიტყვებით მიმართა ბერა ივანიშვილს: „გაგინებ, მოდი და გამისწორდი“. წულაია ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს. „TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტა...
წყარო

Mari

თბილისი
  • 2 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Виола

თბილისი
  • 15 საათის წინ

Naniko

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 7 საათის წინ

Алина

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 11 თვის წინ

Valentina

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ
  • VIP

Liziko batumi

ბათუმი
  • 8 საათის წინ