"ბორჯღალოსნები" მოედნიდან დაუჭერენ მხარს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას

საქართველოს სარაგბო ნაკრები ივლისში გასამართ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს მაისურით, რომელზეც დატანილია წარწერა UN Women. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი ფორმით ბორჯღალოსნები მხარდაჭერას უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეც დაესწრო. რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სტატისტიკა მისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელია და ამ პრობლემასთან ბრძოლაში, მორაგბეების აქტიურობა ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნები უკვე მრავალი წელია, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულები და მადლობა გადაუხადა თითოეულ მორაგბეს, რომელიც ივლისში გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩებს ქალთა უფლებებს და მათ გაძლიერებას მიუძღვნის. საქართველოს ნაკრები 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას სტუმრად დაუპირისპირდება. 17 ივლისს კი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს - შოტლანდიას უმასპინძლებს. ...
წყარო

Taso

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Natka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 8 დღის წინ