ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღა გარდაუვალია ევროპაში, სადაც ძლიერად გადამდებმა „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, რომელმაც გაძლიერებული ვაქცინაციის კამპანია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა სიკვდილისა და ინფიცირების შემთხვევების ძლიერი ზრდა. ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, 1 ივლისს, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 10-კვირიანი კლება დასრულდა და მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა უნდა შეინარჩუნონ დისციპლინა, თუ სურთ, თავიდან აირიდონ აფეთქება. ახალი შემთხვევების რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა გასულ კვირას მზარდი მოგზაურობის, თავყრილობების და სოციალური შეზღუდვების შესუსტების ფონზე, - განაცხადა კლუგემ. "ეს ხდება ვითარების სწრაფი განვითარებისკონტექსტში. შეშფოთების ახალი -„ დელტა“ ვარიანტი - და რეგიონი, სადაც წევრი-სახელმწიფოების მხრიდან უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება", - განაცხადა მან. „ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ ჩვენ დისციპლინას არ შევინარჩუნებთ", - დასძინა მან. კეტრინ სმოლვუდმა, ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამშრომელმა, ასევე გამოთქვა გაფრთხლება იმის შესახებ, რომ ქალაქებმა, რომლებიც მასპინძლობენ ევრო 2020 საფეხბურთო მატჩებს, უკეთესად უნდა გააკონტროლონ მაყურებლების მოძრაობა - მათ შორის, მათ ჩამოსვლამდე და მას შემდეგაც, როცა ისინი დატოვებენ სტადიონებს. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 14 დღის წინ

Teona.. batumi.

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 26 დღის წინ

S a l i

თბილისი
  • 9 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 26 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Anukela

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Ana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 11 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ