პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს IT-ის დიდ კომპანიებს, ფილიალები დააარსონ რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს უცხოურ IT-ის (საინფორმაციო ტექნოლოგიის) კომპანიებს, შექმნან ადგილობრივი ფილიალები, სხვა შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან და შესაძლოა, აიკრძალონ კიდეც, რადგან მოსკოვი აგრძელებს ინტერნეტში ინფორმაციის ნაკადზე კონტროლის გამკაცრების მცდელობას. კანონპროექტი, რომელსაც პუტინმა 1 ივლისს მოაწერა ხელი და რომელიც იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვებსაიტზეა განთავსებული, უცხოური IT- ის კომპანიებისგან, რომელთა დღიური აუდიტორია შეადგენს არანაკლებ 500 000 ადამიანს, მოითხოვს მათ მიერ სრულყოფილი ფილიალების შექმნას რუსეთში, რომლებიც "პასუხისმგებელნი იქნებიან რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში". კანონი შეეხება ყველა IT-კომპანიას, ვებსაიტების მფლობელებს, საინფორმაციო სისტემებსა და პროგრამებს, რომლებიც ავრცელებენ მასალებს რუსულ ენაზე, ან რუსეთის ფედერაციის ეთნიკური ჯგუფების ენებზე. ამას გარდა, ფირმებმა, რომლებიც განათავსებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკლამას, ამუშავებენ პირად მონაცემებს მომხმარებლებისა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ან იღებენ ფინანსურ დახმარებას რუსეთის მოქალაქეებისგან ან კომპანიებისგან, უნდა დააარსონ ფილიალები რუსეთში 2022 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე, კანონი ავალდებულებს მსგავს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ რუსეთის მედიის სამეთვალყურეო ორგანოს, როსკომნადზორის, ვებსაიტზე, ორმხრივი კომუნიკაციის მიზნით. ...
წყარო

Maka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Makuna❤❤

თბილისი
  • 11 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 დღის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 16 საათის წინ

Megi

თბილისი
  • 11 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

❤ruska❤

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 7 საათის წინ