ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა. განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. პრეზიდენტის განკარგულებით ასევე შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან არასამთავარობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან: გიორგი კლდიაშვილი - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სიმონიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; თათია ქინქლაძე - ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი; ლევან ნატროშვილი - ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი; არნოლდ სტეფანიანი - ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე; ზვიად გაბისონია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი; მარინე ჩიტაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; სოფიო მიდელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი; გიორგი იაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი; შალვა ქურდაძე - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა. თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი კანდიდატურა იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. ...
წყარო
  • VIP

Ani

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Виола

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Maria

თბილისი
  • 7 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 53 წუთის წინ

ФИРА

თბილისი
  • 4 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Salome

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Qeti

თბილისი
  • 5 თვის წინ