საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალზე ბოლო ადგილი დაიკავა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წაგებით დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი, თბილისში გამართული პრესტიჟული ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა. ანგარიშით 5:10 დამარცხდა და რვა მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა. ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალზე სულ ხუთი თამაში ჩაატარეს. ჯგუფურ ეტაპზე მოუგეს იაპონიას (13:12) და წააგეს მონტენეგროსთან (8:19) და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (9:13). ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრები ქვედა ოთხეულის პლეი ოფში გადაერთო და ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მსოფლიო ლიგის თბილისური სუპერფინალი მონტენეგროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებების ფინალით დაგვირგვინდა. მონტენეგროელებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (9:8) და თასს დაეუფლნენ. მესამე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა, იტალიის ძლევით (10:8). მეხუთე ადგილისთვის მატჩში კი იაპონიამ ყაზახეთს აჯობა - 17:10. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Moni

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 13 საათის წინ