ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც „ინტეპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნიკა სვიმონიშვილმა განუცხადა, მსურველებს განაცხადების შეტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეუძლიათ. „განაცხადების მიღება 6 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდება. როცა საბუთების მიღება დასრულდება, შემდეგ ეს განაცხადები გამოქვეყნდება და საჯარო იქნება. კომისიის თითოეული წევრის მსჯელობაც აისახება ოქმში და ოქმიც გასაჯაროვდება. რაც ჯერჯერობით არ ვიცით და არის გადასაწყვეტი – კომისია გასაუბრებით მიიღებს გადაწყვეტილებას თუ გასაუბრების გარეშე, ამაზე კომისიას ჯერჯერობით მსჯელობა არ ჰქონია. ასევე თუ გასაუბრება იქნება, მოხდება ამ გასაუბრების ტრანსლირება თუ არა. ჩემი აზრი არის, რომ მივესლამებოდი ტრანსლირებას, თუ გასაუბრება იქნება, რათა საზოგადოებამ ნახოს თუ ვინ იქნება ცესკო-ს მომავალი თავმჯდომარე ან მომავალი ორი პროფესიული წევრი“, – განაცხადა ნიკა სვიმონიშვილმა. მისივე თქმით, კომისიას პირველი სამუშაო სხდომა სამშაბათს მას შემდეგ ექნება, რაც განაცხადების მიღება დასრულდება. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა. ცესკო-ს თავმჯდომარემ კი თანამდებობა 1-ელი ივლისიდან დატოვა....
წყარო

Nata

თბილისი
  • 5 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 19 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 22 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Teona

ქუთაისი
  • 17 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 17 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini❤

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ