საქართველოში „ფაიზერით“ აცრას 16 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ. ამის შესახებ მან მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა. "ფაიზერს" აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება "ფაიზერის" შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა "ფაიზერთან" მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამყრელიძემ. დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შეძენილი "ფაიზერის" მილიონი დოზა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპორივად შემოვა. როგორც ღარიბაშვილი ირწმუნება, საქართველო ჯამში "ფაიზერის" 4 მილიონამდე დოზას მიიღებს. მან დღესვე მოსახლეობას აუწყა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველომ უკვე მიიღომ და ორშაბათიდან მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ და საყოველთაო ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდეს. "ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ "სინოფარმით" და შემდგომ დაემატება "სინოვაკი" და "ფაიზერი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ....
წყარო

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ

Natali varketili❤

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 3 საათის წინ

Taso

ბათუმი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nanuka

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Lora

თბილისი
  • 9 წუთის წინ