„სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა საქართველოშია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველომ უკვე მიიღომ. მისი სიტყვებით, ორშაბათიდან მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. "დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა, ეს არის ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსალხეობა იცნობს "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინები. მილიონი დოზა უკვა ადგილზეა და ორშაბათიდან მზად ვართ, დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი", – განახცადა ირაკლი ღარიბაშილმა. მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში საქართველოში შემოვა კიდევ ამდენივე დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები. "მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან, ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ. დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ ერთ თვეში შემოვა, უახლოეს რამდენიმე კვირაში. ნახევარი მილიონი დოზა "სინოფარმი" და ნახევარი მილიონი დოზა "სინოვაკიც". ჯამში ორი მილიონი გვაქვს შეკვეთილი", – განაცხადა პრემიერმა....
წყარო

ნინი

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Tekla

თბილისი
  • 17 საათის წინ

Natato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Semiha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Moni

თბილისი
  • 22 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 3 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 თვის წინ