გიორგი თაბაგარი: იმედს ვიტოვებ, რომ პოლიცია "ღირსების მარშზეც" მოწოდების სიმაღლეზე იქნება

პრაიდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ 1 ივლისს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართული კინოჩვენების მონაწილეების აგრესიული ჯგუფებისგან დაცვისას პოლიცია ძირითადად მოწოდების სიმაღლეზე იყო. „ჩვენ გვქონდა უსიამოვნო, თუმცა დაცულობის შეგრძნება იმ ღონისძიებაზე, სადაც ვიყავით“, - აღნიშნა გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, იყო პრობლემური ინციდენტებიც, თუმცა საბოლოო ჯამში პოლიცია მადლობას იმსახურებს: „ზოგიერთი ინციდენტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. მაგალითად, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს კვერცხის ნაჭუჭები მოხვდა, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ აქტივისტს ჩაარტყეს. ასეთი შემთხვევები იყო და ეს ძალიან სამწუხაროა. ის ადამიანები, რომლებიც მეორე მხარეს იყვნენ მობილიზებული კონტრდემონსტრაციის მოსაწყობად, იყვნენ ძალიან აგრესიულები და პოლიციელებს უწევდათ თავიანთი ძალით გამკლავება და ეს არ იყო სასიამოვნო. ეს ადამიანები აიძულებდნენ პოლიციელებს, რომ მათ მიმართაც მუდმივი ძიძგილაობა ყოფილიყო, თუმცა ჯამში მადლობა გვეთქმის პოლიციისთვის. ჩვენ საჯაროდაც გადავუხადეთ ეს მადლობა“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, გუშინდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სახელმწიფომ და პოლიციამ ცალსახა გზავნილი გაუგზავნეს მოძალადეებს, რომ მათ არ მიეცემოდათ ძალადობის შესაძლებლობა. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31313605.html?type=audio&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31313605.html?type=audio") რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი თაბაგარმა იმედი გამოთქვა, რომ 5 ივლისის ღირსების მარშზე პოლიცია კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება: „მე იმედი მაქვს, რომ მეორე მხარე, რომელიც გუშინ მობილიზდა ძალადობისთვის, რაღაცეებს გაიაზრებს. იქნებ შეიცვალონ წარმოდგენა, იქნებ არ გამოვიდნენ ძალადობისთვის. შეიძლება ვიღაცეებმა სხვანაირად დაუსვან შეკითხვა თავიანთ თავებს ან მშვიდობიანად გააპროტესტონ. სხვა ფორმაც ხომ არსებობს გარდა იმისა, რომ შეავიწროვო და ქვა ესროლო შენივე თანამოქალაქეს. ანუ იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცნაირად აღარ გაგრძელდება ამ ფორმით, თუმცა ჩემი ეს იმედი არაფერს არ ეფუძნება, სამწუხაროდ. უბრალოდ გამოვთქვამ სურვილს. რაც შეეხება უფრო რეალურ მოლოდინს, იმედს ვიტოვებ, რომ პოლიცია ისევ იქნება მოწოდების სიმაღლეზე. მაინც გამოწვევაა, რომ ფაშისტური დაჯგუფებები უფრო ფართო მობილიზებას გეგმავენ 5 ივლისს“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. 1 ივლისს "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენება გაიმართა. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც ღონისძიების მიმდებარე ტერიტორია...
წყარო

Lana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 25 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Irina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Dako

გორი
  • 17 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 7 საათის წინ