დავით კახაბერი "რიონის ხეობის მცველებზე": ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება

ლგბტქ უფლებადამცველი, "თანასწორობის მოძრაობის" წევრი დავით კახაბერი "რიონის ხეობის მცველების" განცხადებას "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით მათთვის შეურაცხყოფის მიყენებად აფასებს. განცხადებას კახაბერი "ფეისბუკით" გამოეხმაურა. "რიონის ხეობის მცველების" განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა! ბევრ სამოქალაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ", - აღნიშნავს დავით კახაბერი. ასევე ნახეთ "რიონის ხეობის მცველები": "პრაიდის კვირეული" მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ დღეს "რიონის ხეობის მცველებმა" ჰომოფობიური მოტივით თქვეს, რომ ეწინააღმდეგებიან "პრაიდის კვირეულის" გამართვას. "პრაიდი" დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ", - ეწერა განცხადებაში. ლგბტქ თემი იმ ჯგუფებს შორის იყო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს "რიონის ხეობის მცველებს" და ეწინააღმდეგებოდა ნამახვანჰესის მშენებლობას. ამ აქციაზე იყვნენ მისული ჰომოფობიური ჯგუფებიც და თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლგბტქ სამკლავურის გამო. ...
წყარო
  • VIP

Tusi29

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Ella

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 3 საათის წინ

N i a

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 4 თვის წინ