ოფიციალური წყაროების თანახმად, აშშ-ის ჯარებმა ბაგრამის აეროდრომი ავღანეთის ძალებს გადასცეს

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ბაგრამის აეროდრომი ავღანეთის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის ძალებს გადასცეს თითქმის 20 წლის მერე, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა. საბჭოთა კავშირის მიერ აგებული ბაზა უდიდესი სამხედრო ობიექტია, რომელსაც აშშ-ისა და ნატოს ძალები იყენებდნენ ავღანეთში. მასში ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე იყო განლაგებული ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნის პიკის დროს. აეროდრომი ავღანეთის უშიშროებისა და თავდაცვის ძალებს სრულად გადაეცათ, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც არ ისურვეს საკუთარი ვინაობის გაცხადება, ვინაიდან არ ჰქონდათ მედიისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების უფლება. გარდა ამისა, კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა AFP-ს უთხრა, რომ „კოალიციის მთელმა ჯარებმა დატოვეს ბაგრამი“. ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის სამხედრო სარდალი ავღანეთში, გენერალი ოსტინ ს. მილერი „კვლავაც ინარჩუნებს ჯარების დაცვის სრულ საშუალებებსა და უფლებამოსილებებს.“ ბაგრამის გადაცემა ცხადყოფს, რომ აშშ-ის 2500-3500-მა ჯარისკაცმა დატოვა ავღანეთი ან თითქმის დასრულებული აქვს ეს პროცესი. ეს რამდენიმე თვით ადრეა, ვიდრე ჯარების გაყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დათქმული ვადა 11 სექტემბერი - მე-20 წლისთავი აშშ-ის ტერიტორიაზე „ალ-ყაიდის“ ტერორისტული თავდასხმებისა, რასაც ავღანეთში ჯარების შეყვანა მოჰყვა. ...
წყარო

Tako

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 23 საათის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 9 საათის წინ

Mano+virtic

თბილისი
  • 2 საათის წინ

Qeta

თბილისი
  • 5 საათის წინ

Кира

თბილისი
  • 12 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 2 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 13 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 14 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 16 თვის წინ