ენტონი ბლინკენმა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ავღანეთის შესახებ იმსჯელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონული უსაფრთხოებისა და ავღანეთში შექმნილი ვითარების გარშემო სასაუბროდ ვაშინგტონში ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სიროჯიდინ მუჰრიდინსა და აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა. „როდესაც საქმე ეხეხება რეგიონულ უსაფრთხოებას და კერძოდ ავღანეთს, ჩვენ ძლიერი საერთო ინტერესები გაგვაჩნია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, 1 ივლისს, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. ამ შეხვედრის ფონია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული ჯარების გაყვანის პროცესი ავღანეთიდან, რომელსაც, თალიბანის მიერ წამოწყებული ინტენსიური იერიშების შედეგად, ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების კოლაფსი ემუქრებოდეს. თალიბებმა, ბოლო კვირების იერიშების შედეგად ხელთ იგდეს უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოსაზღვრე პროვინციების რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რის გამოც ასეულობით ავღანელმა სამხედრო და სამოქალაქო პირმა ტაჯიკეთში გაქცევით უშველა თავს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიროჯიდინ მუჰრიდინთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა დაარწმუნა ტაჯიკი კოლეგა, რომ აშშ ერთგულად უჭერს მხარს „ტაჯიკეთის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში. ...
წყარო

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likyna

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 16 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 17 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 25 დღის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 10 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 საათის წინ