ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. "ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე: შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში; საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას; საუბარი ასევე შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს; ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე; საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. "ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს", - აღნიშნულია განცხადებაში. ჯეიმს აპატურაი დღეს დილიდან მართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ...
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Natalii

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 17 თვის წინ

Alina

თბილისი
  • 28 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 20 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 17 საათის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 12 საათის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 20 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 33 წუთის წინ