კადიროვთან დაახლოებულმა პირმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ბავშვი ნაღმსატყორცნს ისვრის

საიფულაჰ ტურლაევმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩევლის, შაა ტურლაევის შვილმა, თავის ინსტაგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პატარა ბავშვი შეძახილით „ახმატი - ძალაა! ალაჰუ აკბარ!“, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნს ისვრის მთის მიმართულებით. საიტ კავკაზ რეალიის ცნობით, მოგვიანებით ვიდეო წაშალეს, მაგრამ მანამდე რამდენიმე ტელეგრამის არხმა მოახერხა მისი შენახვა და ინტერნეტით გავრცელება. ვიდეოზე ჩანს, რომ ყუმბარსატყორცნის მსროლელ ბავშვს ტანთ აცვია რუსეთის გვარდიელის ფორმა, სამკერდე ნიშანზე კი ამოქარგულია გვარი „მეჟიდოვი“. კავკაზ რეალიის ჟურნალისტების ცნობით, ამ გვარის ადამიანი სახელად ჰუსეინი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სპეციალიზებულ მოტორიზებულ დანაყოფს მეთაურობს. 1 ივნისს რამზან კადიროვმა იგი „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში თავის გამოჩენისთვის“ სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა. ხოლო კადიროვის მრჩეველზე, შაა ტურლაევზე, მოსკოვის ცენტრში, სახელმწიფო დუმის დეპუტატ რუსლან იამადაევის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, 2010 წლიდან ფედერალური და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ...
წყარო

Lilia

თბილისი
  • 12 დღის წინ

Natato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 18 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 16 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Alina & alina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 10 საათის წინ