"სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

"სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მონაცემების შეყვანით ან ცხელი ხაზზე 1522-ზე დარეკვის შემთხვევაში. ამ დროის მონაცემებით [10:50], ვებგვერდზე წვდომა შეზღუდულია. "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის", - წერია ვებგვერდზე შესვლის დროს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი", რომლითაც ვაქცინაცია საქართველოში მანამდეც მიმდინარეობდა. 500 ათასი ვაქცინა 250 ათასი ადამიანისთვის არის გათვლილი. კორონავირუსის ეს ვაქცინები ორჯერ, დაახლოებით 3-კვირიანი შუალედებით კეთდება. ასევე ნახეთ აცრა კოვიდზე: სად უნდა ჩავეწერო და რა უნდა ვიცოდე - პასუხები მთავარ კითხვებზე გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება. 2 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი. ...
წყარო

Bela

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Olichka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 თვის წინ

Moni

თბილისი
  • 16 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Bubu

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 6 თვის წინ

Leka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 3 საათის წინ

თათო

ქუთაისი
  • 4 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 4 საათის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 4 თვის წინ