აშშ-ის კომპიუტერული კომპანია იძიებს კიბერთავდასხმას, რომელიც შესაძლოა რუსეთს უკავშირდებოდეს

აშშ-ის სოფტვერის კომპანია აცხადებს, რომ იძიებს პოტენციურ კიბერთავდასხმას, რომელიც, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, წარმოადგენს ე.წ. "გამომძალველი პროგრამით" განხორციელებულ შეტევას - მსგავსს წარსულში მომხდარი თავდასხმებისა, რომლებსაც რუს ჰაკერებს მიაწერენ. 2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია Kaseya კლიენტებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამორთონ სერვერები, რომლებზეც დაზიანებული სოფტვერი მუშაობს და ადასტურებს, რომ თავად კომპანიამ თავისი რამდენიმე სერვერი დახურა. კომპანია ამბობს, რომ თავდასხმა მისი კლიენტების მხოლოდ "მცირე ჯგუფს" შეეხო და აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ თანამშრომლობს კიბერუსაფრთხოების რამდენიმე ფირმასთან. თავდასხმამ გამოიწვია Kaseya-ს სოფტვერის მომხმარებელი სულ მცირე 200 ამერიკული კომპანიის ქსელის პარალიზება. კიბერუსაფრთხოების კომპანია Huntress Labs-ის სპეციალისტი, ჯონ ჰამონდი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს ეუბნება, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, დგას რუსულენოვანი გამომძალველი სინდიკატი, REvil gang-ი. ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekyna

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nanuka

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natalii

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 საათის წინ