თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინებზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. "იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში შევძლებთ რეგისტრაციის განახლებას... გასულ პერიოდში იყო ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო ერთდროულად ბევრი მომხმარებლის შესვლით, რაც მალევე გამოსწორდა... ტექნიკური მზაობა, ბრიგადების მზაობისა და ვაქცინების გადანაწილების კუთხით გამართულია", - ამბობს გაბუნია. ასევე ნახეთ "სინოფარმზე" რეგისტრაცია "ტექნიკური განახლების" გამო გვიანდება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს: (მუხლი 285) კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება; (მუხლი 286) კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა. გაბუნიას თქმით, თუ კიბერშეტევა გაგრძელდება, ვაქცინაციის მსურველებს ცხელი ხაზის საშუალებით დაარეგისტრირებენ. შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებებშიც დაემატოს ცხელი ხაზის სისტემა. ამ დრომდე უცნობია, როდის ამუშავდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, რომელზეც ვაქცინებისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ასევე ნახეთ უცნობია, როდის ამუშავდება ვაქცინებზე რეგისტრაციის ვებგვერდი ვებგვერდზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლის დროს ჩნდება წარწერა: "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის". გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი". გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება. ...
წყარო

Samira

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 14 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 2 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 15 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 15 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 14 თვის წინ

Likyna

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 8 საათის წინ