საპატრიარქო მოსახლეობას 5 ივლისს "მშვიდობიანი პროტესტის" გასამართად იწვევს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოსახლეობას 5 ივლისს "ღირსების მარშის" "მშვიდობიანად გასაპროტესტებლად" იწვევს. ამისთვის საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ჰომოფობიური არგუმენტებია მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. "ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს", - აცხადებენ საპატრიარქოში. იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქო "ღირსების მარშის" გამართვის დროს თავად იწვევს მოსახლეობას მარშის მიუღებლობის მოტივით, მაინც "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქო აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რადგან ისინი იცავდნენ ლგბტქ+ თემის უფლებებს და ითხოვდნენ მათ უსაფრთხოებას: "ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა". ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 2013 წლის 17 მაისს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. ამ დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ეს დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აკურთხებს ქუჩებს. ...
წყარო

Маруся

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 10 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 14 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 12 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 4 საათის წინ

Niniko

ბათუმი
  • 5 საათის წინ