ვებ-გვერდზე ხარვეზების გამო, ვაქცინაცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონით მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხდა. ამიტომ 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს და მოქალაქეს ექნება საშუალება დაჯავშნოს რიგი. მინისტრის მოადგილის სიტყვებით, პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, როდის შეძლებენ მოქალაქეები პორტალით რეგისტრაციას, ზუსტ ვადებს გაბუნია ვერ ასახელებს. "ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს. ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია,"- განაცხადა გაბუნიამ. ამ ეტაპზე გაურკვეველია დაიწყება თუ არა 5 ივლისს, წინასწარ დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივლისს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს. 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველომ უკვე მიიღომ და ორშაბათიდან მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება....
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Olichka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natalii

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ