აშშ-ის კომპანია იძიებს სავარაუდოდ რუსეთიდან განხორციელებულ კიბერთავდასხმას

აშშ-ში საინტერნეტო პროვაიდერი კომპანია შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად იძიებს მასშტაბურ კიბერთავდასხმას, რომელიც მასზე განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით და ცდილობს თავის მომხმარებელ კომპანიებს თავ-თავიანთი სისტემების აღდგენაში დაეხმაროს. კომპანია აცხადებს, რომ 4 ივლისს მისი აღმასრულებელი დირექტორი სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკებს თავდასხმის მასშტაბის შესახებ. კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ვარაუდით, თავდასხმა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეჭვობენ, რომ ჯგუფმა სახელით REvil გადაიტაცა კომპანია Kaseya-ს დესკტოპის მენეჯმენტის სოფტვერი და მასში მავნე განახლება გაავრცელა, რომელმაც დააზიანა ათასობით ბიზნესის ტექნიკური მომსახურება. Kaseya აცხადეს, რომ ეფბიაიასთან თანამშრომლობს და თავდასხმამ პირდაპირი გავლენა მის მხოლოდ 40-მდე კლიენტზე იქონია, თუმცა გამომძალველი პროგრამა შესაძლოა კვლავაც მოქმედებდეს ბევრ კომპანიაზე, რომლებიც Kaseya-ს მომსახურებით სარგებლობენ. Kaseya აცხადებს, რომ მისი სერვერები ჯერჯერობით დახურული რჩება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ამ ზაფხულს კიბერთავდასხმების საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე წამოჭრა, ამბობ, რომ 4 ივლისს უფრო მეტი ეცოდინება იმის თაობაზე, ჩართული იყო თუ არა რუსეთი ამ შეტევაში. ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 3 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

Likyna

თბილისი
  • 12 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lilia

თბილისი
  • 12 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Likuna

თბილისი
  • 6 საათის წინ