სირიელმა ქურთებმა რუსეთს 20 ბავშვი გადასცეს "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების საპატიმროებიდან

სირიელ ქურთთა ადმინისტრაციამ ბანაკებიდან, სადაც ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან დაკავებული, კიდევ 20 ბავშვი გადასცა რუსეთის დელეგაციას რეპატრიაციისთვის. ბავშვები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ რუს მშობლებს გაუჩნდათ, 3 ივლისს გადასცეს რუსეთის დელეგაციას, - იუწყება ჩრდილოეთ სირიის დე ფაქტო ავტონომიური ადმინისტრაცია. "ვეცდებით, ყველა ბავშვი დავიბრუნოთ", - რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიის დირექტორის მოადგილის, ლარისა ნიკოლაევნას ამ სიტყვებს ქურთული მედია ავრცელებს. ქურთთა მმართველობას ციხეებში დაკავებული ჰყავს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 10,000-მდე პირი, მას შემდეგ, რაც ქურთებმა უხელმძღვანელეს აშშ-ის მხარდაჭერით გამართულ სამხედრო კამპანიას, რომელიც 2019 წელს დასრულდა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ტერიტორიების უმრავლესობის დაკარგვით. ათიათასობით უცხოელი ქალი და ბავშვი, რომლებსაც ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან აქვთ კავშირი, სხვა ბანაკებში, მძიმე პირობებში იმყოფებიან ჩრდილოეთ სირიაში. ქურთთა ადმინისტრაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) 60-მდე ქვეყანას - საიდანაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები და მათი ნათესავები არიან - თავ-თავიანთი მოქალაქეების რეპატრიაციისკენ მოუწოდებენ. ...
წყარო
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anjela

თბილისი
  • 5 თვის წინ

Salo varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 18 დღის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 5 საათის წინ