თბილისში ჩაიტანეს ავსტრიის ნაჩუქარი 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა

ავსტრიამ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 5000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს. ელჩის ცნობით, ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩაიტანეს. "ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ", - წერს ციხელაშვილი. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინა. 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველომ უკვე მიიღომ და 5 ივლისიდან მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება....
წყარო

Salo

თბილისი
  • 27 დღის წინ

Irina

თბილისი
  • 3 საათის წინ

ლიკა

თბილისი
  • 13 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 11 დღის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 5 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Lizi varketili

თბილისი
  • 11 საათის წინ

Niako

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 13 საათის წინ