თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აგრესიული ძალები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ყველა მხარეს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს: “ზედმიწევნით აკურატულად, ზედმიწევნით ყურადღებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ყველა აქტორის მხრიდან, ვინაიდან ყველა ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და არ დავუშვათ არავითარი კონფლიქტი და გამოხატვის ის ფორმები, რომლებიც სცილდება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თავის შეკავება უნდა მოხდეს ისეთი აქციებისგან, რომლის ვნებათაღელვას გამოიწვევს: “თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას, და ეს ყველასთვის ცნობილი იყო რომ გამოიწვევდა ვნებათაღელვას და ამას ვუყურებთ რუსთაველზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო და ყველა ის ორგანო მათ შორის შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს რაიმე ექსცესი,” – განცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა....
წყარო

Nia

თბილისი
  • 17 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 1 თვის წინ

ვიკა

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 7 დღის წინ

Viktorya

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 21 წუთის წინ

Gvanci

თბილისი
  • 1 თვის წინ